მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას შეხვედრას ადასტურებს თავად ბოკერია, თუმცა იგი კატეგორიულად უარყოფს იმ დიალოგის არსებობას, რომელიც გუშინ უკრაინულმა "ვიკილიქსმა" გაავრცელა.
ეს შეხვედრა, ბოკერიას თქმით, მადრიდიდან დაბრუნების დროს, 19 ოქტომბერს შედგა, სადაც სახალხო პარტიის კონგრესი გაიმართა. თუმცა რაც შეეხება დიალოგს, რომელიც უკრაინულმა საიტმა გაავრცელა, მის არსებობას ბოკერია უარყოფს. მას მედიასთან არ გაუმჟღავნებია, რაზე ისაუბრეს მან და სააკაშვილმა შეხვედრის დროს.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ ძალოვან უწყებებში გამოძიება დაიწყო მედიაში გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით , რომელშიც უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობა აღმოაჩინა.
გიგა ბოკერია და" ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები ამტკიცებენ, რომ გამოძიება არასერიოზულია და ამით ხელისუფლება ცდილობს "რუსთავი2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გადაფარვას.
"ეს ყველაფერი არის ივანიშვილის პასუხი იმ ღრმა კრიზისზე, რომელშიც მან შეიყვანა ქვეყანა. პრეზიდენტ სააკაშვილთან მხოლოდ ახლა კი არა, რეგულარულად მაქვს საუბრები და შეხვედრები. აქ რა არის, ასეთი განსაკუთრებული, არ მესმის, თუ არ ჩავთვლით იმ ბოდვას, რაც გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ტრანსფერირებულმა სააგენტომ"-განაცხადა ბოკერიამ