მთავრობა დღეს ვერცერთ მედიასაშუალებას ვერ აკონტროლებს, – ამის შესახებ განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ყოფილა კრიტიკა ჩემი მხრიდან „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მიმართ, თქვენი მისამართითაც, მაგრამ მე გულწრფელი ვიყავი, შეიძლება მეშლებოდა, მაგრამ ვბედავდი კრიტიკას მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ჩვენ არ გვქონდა ჩვენი ტელევიზია. მგონია, რომ დღესაც, მთავრობას არ აქვს ტელევიზია.
შეიძლება მეტად კრიტიკული ვიყავი „რუსთავი 2“-ის მიმართ, მაგრამ „რუსთავი 2“-დან ისმის დაუსაბუთებელი და უარგუმენტო ინფორმაცია. კარგი იქნებოდა „რუსთავი 2“-ის ნაცვლად, უფრო ხშირად „ნაციონალური მოძრაობა“ მეხსენებინა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ აწყობილი და ის არის ამის სათავეში. „რუსთავი 2“ არ არის დამოუკიდებელი ტელევიზია, ის არის სააგიტაციო მანქანა „ნაციონალური მოძრაობის“, მაგრამ ამით კანონი არ ირღვევა, ღმერთმა მოახმაროს. ამის შემქმნელი არის „ნაციონალური მოძრაობა“ და არა მარტო რუსთავი 2-ია ამ ქსელში“, _ განაცხადა ივანიშვილმა.ს