ივანიშვილმა მთავრობის მუშაობა ძირითადად დადებითად შეაფასა.
"როგორი მთავრობა ყავს დღეს საქართველოს? მე მინდა ამაზეც ვისაუბრო, პატარა ანალიზი მინდა გავაკეთო. მე პასუხისმგებლობას ვირებ ამ მთავრობის მუშაობაზე. ვნახოთ რა გაკეთდა. გავიხსენოთ ჯანდაცვა, ვფიქრობ, რომ საოცარი გარდაქმნა მოხდა ჯანდაცვაში. სოფლის მეურნეობას, რაც შეეხება, მე ვთქვი რომ 60 ახალი საწარმო უნდა აშენდეს, გადავამოწმე და 138 ახალი საწარმოა შექმნილი და ფუნქციონირებს. 700მ გარემონტდა. სამჯერ მეტი იქნება ეს დანაპირებზე. მილიარდზე მეტი დაიხარჯა სოფლის მეურნეობაში. რა თქმა უნდა, შედეგები იქნება.
რეალობიდან რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გაკეთდა. ჩვენ თუ შვედეთთან და შვეიცარიასთან გავაკეთებთ სწორებას, ეს არ იქნება სამართლიანი. კერძო საკუთრებაა დაცული, მე მინდა საქართველო გახდეს მაგალითი, სადაც კერძო საკუთრებას ვერ ეხებიან. ეს არის ჩემი შეფასება და ახლა შევადაროთ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას. დამისახელეთ სფერო, სადაც უარესობაა, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის დროს იყო. რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, შემოსავალი ტურიზმიდან 2.5-ჯერ გაიზარდა. გაიზარდა პირდაპირი ინვესტიციები. თუ ამ ციფრებს არ გაიზიარებთ და იტყვით, რომ ხალხს უჭირს, ხალხს განვითარებულ ქვეყნებშიც კი უჭირს. არსად არ არის უნივერსალური მდგომარეობა."