ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში დაკითხვაზე დაბარებულ პირებს უპრეცედენტო შემოწმების გავლა უხდებათ. ორსაათიანი დაკითხვიდან გამოსული, ერთ-ერთი მათგანი “გურია ნიუსის” კორესპონდენტთან საუბარში ამბობს, რომ ლამის ტანსაცმელსაც ხდიან და ისე ამოწმებენ: “ფეხსაცმელი და წინდებიც გამხადეს”, _ გვითხრა ერთ-ერთმა დაკითხულმა.
ამ წუთებში გამგეობის შენობაში, კონტროლის პალატის წარმომადგენლები სამ მოქალაქეს კითხავენ, დანარჩენები კი დაკითხვის მოლოდინში, გამგეობის შენობის წინ იმყოფებიან.
“არ ვიცით, რა ხდება. ადვოკატები ჯერ არ გამოსულან. ტელეფონზე ჩვენს ზარებს, არც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, არც გამგებელი, არც გურიის გუბერნატორი და მისი მოადგილეები პასუხობენ. შესაბამისად, არ გვაქვს ინფორმაცია ვის ბრძანებას ასრულებენ დაცვის თანამშრომლები”, _ გვითხრა სატელეფონო საუბარში ნატო გოგელიამ.