ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში "რუსთავი2"-ის პროცესი დაიწყო. როგორც სხდომის დაწყებამდე მოსარჩლე ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა კახაბერ მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ არის გამორიცხული პროცესის გაჭიანურების მიზნით მოპასუხე მხარემ ახალი შუამდგომლობები დააყენოს.
"ახსნა-განმარტების შემდეგ დაიკითხება ექსპერტი და გადავალთ საბოლოო ეტაპზე" – აღნიშნა მჭედლიშვილმა.
რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, რასთან დაკავშირებითაც დღევანდელ პროცესზე ექსპერტი უნდა დაიკითხოს, მჭედლიშვილმა აღნიშნა, რომ "ექსპერტიზა არ არის ყალბი და მოსარჩელე მხარე ამას დაამტკიცებს."
ადვოკატი ამბობს, რომ არის თეორიული შესაძლებლობა, წინასასამართლო სხდომა დღეს დამთავრდეს.