2008 წლის შემდგომ, საქართველომ დაკარგა კონტროლი 151 დასახლებულ პუნქტზე (135 ცხინვალის რეგიონში და 16 კოდორის ხეობაში), თუმცა მცოცავი ოკუპაცია კვლავ მიმდინარეობს და სავარაუდოდ რუსეთის მხარდაჭერით, ოსი სეპარატისტები გააგრძელებენ ე.წ. სადემარკაციო საქმიანობას სსრკ-ს გენერალური შტაბის მიერ 1988 წელს გამოცემული ტოპოგრაფიული რუკით, რომელიც ასახავს ადმინისტრაციულ საზღვარს 1984 წლის მდგომარეობით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრების (საოკუპაციო ხაზების) განსაზღვრის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეები და სეპარატისტული რეჟიმები იყენებენ 1976_1986 წლებში გამოცემულ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ტოპოგრაფიულ რუკებს (მასშტაბი: 1 : 50 000 და 1 : 100 000). აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა და ოსური სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაატარეს წინამოსამზადებელი სამუშაო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრის განსაზღვრისა და შემდეგ მისი მოწყობის (ე.წ. დემარკაციის განხორციელების) მიზნით.
ინფორმაციას დეტალურად გაეცანით ბმულზე