"რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს განახლდება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაგეგმილი იყო ექსპერტის დაკითხვა, თუმცა ვერ მოესწრო, ამიტომ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, ექსპერტი მხარეებმა ოთხშაბათს დაკითხონ.
ოთხშაბათსვე გაიმართება მხარეებს შორის პაექრობის ეტაპი, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად უნდა გავიდეს. მხარეები ვარაუდობენ, რომ გადაწყვეტილებას მოსამართლე ოთხშაბათს არ გამოიტანს. "რუსთავი 2-ის" ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ მოსამართლე, სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს, პარასკევისთვის გამოაცხადებს.