საქართველოდან რუსეთის ბაზრებზე მწვანილის შეტანა განახლდება. ამასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ზურაბ ჩეკურიშვილისა და რუსული "როსხოზნადზორის" წარმომადგენლის სერგეი დანკვეტის გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყდა.
რუსულ ბაზარზე შესატან მწვანილთა ჩამონათვალში ჯერჯერობით სალათის ფოთლები, ისპანახი, ცერეცო, ოხრახუში, რეჰანი, ქინძი, მდოგვის ფოთოლი, მწვანე ხახვი და პრასა ფიგურირებს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა "როსხოზნადზორს" მონიტორინგის შემდეგ რუსულ მხარეს ქართული პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიები არ გააჩნია.
გარდა ამისა, ქართულმა მხარემ რუსულ ბაზარზე ციტრუსების გარკვეული რაოდენობის შეტანის მზადყოფნაც გამოთქვა.
გამოყენებულია რუსული ინტერნეტპორტალის www.riafan.ru -ის ინფორმაცია
































































