"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ე.წ. "გომში", ჯერჯერობით გამოძიებისთვის დაუდგენელმა პირებმა მაღაზია გატეხეს და 8 ტომარა თხილი მოიპარეს.
აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსთან"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ შემოქმედში ბესიკ ლომინაძემ დაადასტურა.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
































































