ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მზად არის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს შეხდეს.
განცხადება ამასთან დაკავშირებით ივანიშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ქიბარ ხალვაშს მსგავსი დაინტერესება არ გამოუთქვამს, თუმცა ის მზად არის მას შეხვდეს.
"არ ყოფილა მსგავსი მოთხოვნა. თუმცა შევხვდები, რატომაც არა", _ აღნიშნა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში დღეს საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შეხვდა და მას დახმარება სთხოვა. როგორც ხალვაშმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტისგან მიიღო თანხმობა, რომ მისი წარმომადგენელი "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესებს დააკვირდება.



































































