ქობულეთში დაახლოებით ორი საათის წინ ყაჩაღობა მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა რკინიგზის სადგურის შენობაში მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტი გაძარცვეს. დაუდეგენელია წაღებული თანხის რაოდენობაც. უცნობია შემთხვევის დეტალები, მიუხედავდა იმისა, რომ შემთხვევას უამრავი თვითმხილველი ყავს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქობულეთის განყოფილების პოლიციელები. ამ ეტაპზე ტარდება სამძებრო ღონისძიებები.
































































