ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამხარაულის ეროვნული ბიუროს ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის, შოთა ივანაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.
"რუსთავი2"-ის ფინანსურმა დირექტორმა კახა დამენიამ ექსპერტს დაუსვა კიტხვა, ჩამოეთვალა ის კომპანიების, რომლებიც მას შეფასებული აქვს.
კერძოდ, ის დაინტერესდა, შეფასებული აქვს თუ არა ივანაშვილს "ქართუ ბანკი". დამენიას კითხვა მოსარჩელე მხარის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ გააპროტესტა. მოსამართლემ პროტესტი დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ პროცესი პოლიტიკურ ჭრილში გადადის.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტს მის მიერ შეფასებული კომპანიები არ დაუსახელებია.
































































