ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საბაზრო ღირებულების დასკვნაში არსებული ხელმოწერის სანდოობასთან დაკავშირებით, სამხარეულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფინანსური ექსპერტიზის სამმართვეოს უფროსი შალვა ივანაშვილი აცხადებს, რომ მისი კომპეტენცია არ არის შეამოწმოს, ვინ აწერს ხელს დოკუმენტს.
"მე მას სანდოდ მივიჩნევ, რადგან ჩემი, როგორც ექსპერტის კომპეტენცია არ არის გავარკვიო, თუ ვინ აწერს ხელს დოკუმენტს", _ აღნიშნა ივანაშვილმა.
ცნობისთვის, შალვა ივანაშვილს "რუსთავი 2"-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა ჰკითხა, როგორ ჩათვალა ექსპერტმა სანდოდ ხელმოწერა, როცა მას ეს არ შეუმოწმებია.