"რუსთავი 2"-ის დაცვის მხარე საქმის განხილვიდან იმ დოკუმენტის ამორიცხვას ითხოვს, რომელიც მათი თქმით, იმ პირის მიერაა ხელმოწერილი, რომელიც ტელეკომპანიაში არ მუშაობდა.
ამ მოთხოვნით რამდენიმე წუთის წინ მოსამართლეს ადვოკატებმა მიმართეს.
შეგახსენებთ, რომ მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებული დასკვნა, რომლითაც 2006 წელს ტელეკომპანიის ღირებულებაა შეფასებული. როგორს ტელეკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, დასკვნა ყალბია, რადგან ის ეფუძნება დოკუმენტს, რომელსაც ხელს აწერს პირი, რომელიც ტელეკომპანიაში არ მუშაობდა.
ადვოკატები განმარტავენ, რომ რევაზ ბერიაშვილს ტელეკომპანიაში არ უმუშავია, ასევე დოკუმენტს არ აქვს კომპანიის ბეჭედი. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ დოკუმენტი 12015 წელს არის შედგენილი, რა დროსაც ბერიანიძეს ბეჭედზე წვდმა ვერ ექნებოდა.