"რუსთავი 2"-ის ადვოკატის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული.
როგორც ბიბილაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტა, საპაექრო სიტყვა მათ არც კი ჩაუნიშნავთ, რადგან "ყველაფერი ფარსია".
"ჩვენი პოზიცია არის მყარი, მოსამართლე არაფერს ითვალისწინებს, ვეჭვობ, რომ სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული. რაც შეეხება ექსპერტს, ეს ის ექსპერტია, რომელმაც "ქართუ ბანკი" შეაფასა. ის ყველა ხელისუფლებას ერგება. ჩვენ ვცადეთ, რომ ამ ექსპერტის დასკვნა მოსამართლეს საქმიდან ამოეღო, თუმცა ამაოდ,"_ აღნიშნა ბიბილაშვილმა.
"რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ, 11:00 საათზე განახლდება.