საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, გუშინ, განათლების სამინისტროსთან გამართული საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ.
"როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ა.წ. 28 ოქტომბერს სასულიერო და საერო პირების ერთმა ნაწილმა განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა.
შევნიშნავთ, რომ ამ ქმედების შესახებ საქართველოს საპატრიარქო საერთოდ არ იყო ინფორმირებული; ამასთან, ჩვენ ვერ გავიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რაც მათ მიერ იქნა დაფიქსირებული", – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ გუშინ, სასულიერო პირებმა და მრევლმა განათლების სამინისტროსთან გუშინ აქცია გამართეს. მომიტინგეები სკოლებში ჰელოუინის მოწყობას და ახალი საგნების _ მე და საზოგადოება" და "ჩვენი საქართველო" შემოღება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების მტკიცებით, რამდენიმე სკოლაში ჰელოუინის დღესასწაული სამინისტროს ინიციატივით ეწყობოდა.
აღნიშნულ აქციას გუშნვე გამოეხმაურა განათლების სამინისტრო. უწყებაში აღნიშნეს, რომ ვერავინ უკარნახებს ადამიანებს იზეიმონ თუ არა ჰელოუინი და ასეთ თემებში სამინისტროს ჩართვა არასწორია.