თქვენ, როდესაც დაბრძანდებით მოსამართლის სკამზე, მაშინ გადაწყვიტეთ პროცესს როგორ წაიყვანთ, _ ასე მიმართა "რუსთავი 2"-ის დაცვის მხარეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ.
შეგახსენებთ, რომ სასამართლოს სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლესა და "რუსთავი 2"-ის დაცვის მხარეს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა.
იურისტებმა მოსამართლე საპროცესო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს, რასაც მოსამართლის შენიშვნა მოჰყვა. ამის შემდეგ, ადვოკატმა ზაზა ბიბილასვილმა მოსამართლეს სახელით მიმართა და განაცხადა, რომ ამას შეგნებულად აკეთებს, რადგან მას არ აქვს მოსამართლის სამართლიანობის შეგრძნება. რაზეც მოსამართლემ ბიბილაშვილი გააფრთხილა, თუ არ ექნება ისეთი მიმართვა, როგორიც საჭიროა, მხარის დაცვის უფლება ჩამოერთმევა.