თვითმმართველი ქალაქ ფოთის, საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსი, ვასილ თოდუა, თვლის, რომ კონტროლის პალატა მისი და მისი მეუღლის საქმიანობით იმიტომ დაინტერესდა, რომ ის “ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის, ნოდარ ჯავახიშვილის ბავშვობის მეგობარია. თოდუა ამბობს, რომ ე.წ. ახსნა-განმარტება, რომელსაც მისგან კონტროლის პალატის წარმომადგენელი ითხოვდა, პროკურატურის დაკითხვა უფრო იყო.
ფოთის მერი, ვახტანგ ლემონჯავა, კონტროლის პალატის მიერ პოლიტიკური ნიშნით ახსნა-განმარტებების ჩამორთმევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც ლემონჯავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ბრალდება, იმის შესახებ, თითქოს დაბარებული ადამიანების სიები, კონტროლის პალატას ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადასცა, არასწორია. ქალაქის მერი პრობლემას არც იმაში ხედავს, რომ გუშინ და დღეს, რამოდენიმე საათით, მერიის ადმინისტრაციული შენობის, ერთი სართული ფაქტობრივად პარალიზებული იყო.