რამდენიმე დღის წინ გამოცემამ "Sunday Times" გამოაქვეყნა ყველაზე მდიდარი ბრიტანელი მუსიკოსების მორიგი ჩამონათვალი.
ამ სიის პირველი საფეხური კვლავ სერ პოლ მაკარტნიმ დაიკავა. მისი ქონება დაახლოებით 680 მილიონ გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული.
საინტერესოა, რომ ამ ჩამონათვალს მაკარტნი 1989 წლიდან უდგას სათავეში. იმ წელს ჯგუფი "The Beatles"-ის წევრის საბანკო ანგარიშები "მხოლოდ" 80 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეიცავდა.
ყველაზე მდიდარი ბრიტანელი მუსიკოსების სიის მეორე პოზიცია კომპოზიტორ ენდრიუ ლოიდ უებერს უკავია. მისი ქონება 620 მილიონ გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული.
მესამე ადგილზე, 520 მილიონი გირვანქა სტერლინგით ირლანდიული ჯგუფი "U2" განთავსდა.