უკრაინული ვებ-გვერდის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას ესაუბრება, ისმის როგორ აძლევს თანაპარტიელებს დავალებებს ყოფილი პრეზიდენტი, რომ მათ სახელმწიფო გადატრიალებისთვის "ბოევიკები" მოამზადონ.
ჩანაწერებს, რომლეთა ავთენტურობა ბოკერიამ და გვარამიამ დაადასტურეს გამოხმაურებები უკვე მოჰყვა.
უმრავლესობის წევრები შესაბამის ორგანოებს საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ:
"სამწუხარო სწორედ ეს არის, რომ ეს პოლიტიკური ძალა გაიგივებულია იმ ტიპის ძალადობრივ ქმედებებთან, რომელიც ალბათ, მათ გონებაში ლაგდება, როგორც მომავალი ქმედების სცენარი.
საჭიროა ამ ფაქტების გადამოწმება და შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იმუშაონ ძალიან ზუსტად, სწრაფად და სრულყოფილად იმისთვის, რომ მოხდეს ყველა, ფაქტის გადამოწმება და წინმსწრებად, პრევენციულად მოხდეს ყველა იმ საჭირო ზომის მიღება, რაც დააზღვევს, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას," – აღნიშნავს ეკა ბესელია.
"სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა ხელოვნურად ახდენს სიტუაციის დაძაბვას. ბრმად, ირიბად თუ პირდაპირ იყენებს მოსახლეობას, ჟურნალისტებს, შესაბამის თანამშრომლებს თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის," – აცახდებს ირაკლი სესიაშვილი.