უკრაინული გამოცემა uareview.in.ua ავრცელებს აუდიო ჩანაწერს, აუდიოჩანაწერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარი ასახული.
სააკაშვილი გვარამიას თანამშრომლების გამხნევებისკენ მოუწოდებს. საუბარი გრძელდება "რუსთავი 2"-ის სასამართლოს შესახებ და იმაზე, თუ რა უნდა მოიმოქმედონ, როდესაც მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე.
ნიკა გვარამია: გადაწყვეტილებას მიიღებს, მთავარია რას იზამს ეს აღსრულება. აღსრულების ნაწილის ეშინია ყველას.
მიხეილ სააკაშვილი: აღსრულების ნაწილს მიიღებს ერთმნიშვნელოვნად.
ნიკა გვარამია: და მერე როგორ წარმოგიდგენია?
მიხეილ სააკაშვილი: უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგრდეთ, ბარიკადები უნდა გააკეთოთ. მოიმარაგოთ წყალი, ესა ისა. და უნდა იყოს ეს მრავალკვირიანი. ეს არ უნდა იყოს ჩვეულებრივი. ახლავე უნდა დაიწყოთ ამის მომზადება, რკინები მიიტანოთ, დააწყოთ. ჩვეულებრივი ციხესიმაგრე უნდა გააკეთოთ. კარვები….
მანდ სხვა გზა არ არსებობს. იქ კონცერტი აუცილებლად უნდა მოაწყოთ და ა.შ. ერთმნიშვნელოვნად უნდა მიხედო. შემდეგი სცენარი იქნება აღება და 22-ში შემოსვლა. ეს აღება არ უნდა დავუშვათ. 1500-2000 კაცს ყოველთვის ვიშოვით, რომ გაამაგრონ, როგორც კი გამაგრდებით ერთი კვირა, ძაან გაუჭირდებათ", – ამბობს სააკაშვილი.
აუდიოჩანაწერის თანახმად, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ხვალ სახელმწიფო დეპარტამენტი გააკეთებს განცხადებას.
ნიკა გვარამია: ელჩებს შევხვდები ხვალ და ზეგ. არიან ისტერიკაში, მაგრამ რა ხეირი" ….
მიხეილ სააკაშვილი: იშოვეთ ბაევიკები, რომლებიც დაიცავენ. საბოლოო ჯამში ეს სროლით დამთავრდება აუცილებლად. ეგრეა რა ვქნა ახლა.
ნიკა გვარამია: კარგი, რა, დამილაგდება დღეს გონებაში რამე, რომ გამოვიძინებ და ხვალ მივხედავ.