დღევანდელ სასამართლო სხდომაზე რუსთავი2-ის იურისტები სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ. როგორც იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, მათ ჭირდებათ პოზიციების ჩამოსაყალიბლებად დამატებით კიდევ მინიმუმ ერთი სამუშაო დღე.
იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე ურთმელიძე ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, რუსთავი2-ისა და TVსაქართველოს იურისტები საპაექრო სიტყვას წარმოთქვამენ.
არაა გამორიცხული განაჩენის გამოსატანად მოსამართლე ურთმელიძე დღესვე გავიდეს.
"აცილების საკითხს თუ არ დააკმაყოფილებს ჩვენ გვაქ ჩვენი პოზიციები მზად მაგრამ გვჭირდება მინიმუმ ერთი სამუშაო დღე,"_ აცხადებს მურადაშვილი