28-30 ოქტომბერს, ტალინში, საერთაშორისო გამოფენა – „Tallinn Foodfair 2015“ იმართება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოფენაზე ქართული პროდუქცია არის წარმოდგენილი.
გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოს სტენდზე გამოფენილი ალკოჰოლური (ღვინო, ჭაჭა, ლუდი) და არაალკოფოლური (ლიმონათი, წვენი, ჩაი) სასმელები, ნუგბარი (ჩურჩხელა, გამომშრალი ხილის (ჩირი) ნაირსახეობები, ტყლაპი, თხილი, ნიგოზი), ჯემი, მურაბა და საწებელი დაგემოვნონ. ქართველი მზარეული ვიზიტორებისთვის ქართულ, ტრადიციულ კერძებსაც დაამზადებს.
გამოფენაში „Tallinn Foodfair 2015“ ადგილობრივი და ევროპული ქვეყნების 100-ზე მეტი სურსათის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში, სურსათისა საკვები პროდუქტების გამოფენა-დეგუსტაცია იმართება.
„Tallinn Foodfair 2015“-ზე, საქართველოს სტენდზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ქართულმა კომპანიებმა: სს „ქართული ლუდის კომპანია", შპს „ქიმერიონი", შპს „კულა", შპს „ლივო", შპს „ქართული სახლი“. ღვინის, ჭაჭა, ლუდი, ლიმონათი, წვენი, ჩაი, ჩურჩხელა, გოზინაყი, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, თხილი.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირის ბაზარზე ქართული წარმოების პროდუქციის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, 2014 წლიდან გამოფენაში „Tallinn Foodfair“ საქართველო აქტიურად მონაწილეობს.
ესტონეთის რესპუბლიკაში „Tallinn Foodfair“ 1993 წლიდან იმართება და ყოველწლიურად, მონაწილეთა და ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება. აღნიშნული გამოფენა სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, ევროპაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებას წარმოადგენს.