საქართველოს პარლამენტის წევრი, თამაზ მეჭიაური ვარაუდობს, რომ "რუსთავი 2" მოდავე კიდევ გამოუჩნდება, რადგან ბევრჯერ მოხდა კომპანიის გადაფორმება სხვადასხვა პირებზე.
მისივე თქმით, აუცილებლად უნდა დავემორჩილოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმის მიუხედავად მოგვწონს თუ არ მოგვწონს:
_ მეც არ მომწონს ჩემს მიერ მიღებული კანონი, _ ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.