ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, შემდეგი სხდომა ორშაბათს, 11:00 საათზე გაიმართება.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატები პროცესის გადადების შუამდგომლობას არ ეთანხმებოდნენ. მათი განცხადებით, მხარეები თანაბარ პირობებში არ იმყოფებიან.