ე.წ. კორტების საქმეზე ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მოსამართლემ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ 5 ყოფილ პოლიციელს ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა _ კახაბერ ნაკანს 6 წლით, ლევან ბეროძეს 3 წლით, ხოლო გრიგოლ კვინიკაძეს 4.6 წლით მიესაჯა.
შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 2 მაისს, მტკვრის მაჯვენა სანაპიროზე ჩატარებული სპეცოპერაციისა და ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის დაღუპვის გამო, ბრალი სულ 11 ყოფილ სპეცრაზმელსა და პოლიციელს ჰქონდა წაყენებული.