საგარეჯოში არჩევნები "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატებს შორის ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.
საგარეჯოს რაიონში რამდენიმე დარღვევაზე საუბრობენ დამკვირვებლები. "კურიერის" ინფორმაციით, დარღვევები აღინიშნებოდა სოფელ დუზაგრამაში 38-ე საარჩევნო უბანსა და 48-ე საარჩევნო უბანზე, სადაც კომისიის წევრები აზერბაიჯანულ ენაზე მოუწოდებდნენ ამომრჩევლებს 41ნომერი შემოეხაზათ.
საგარეჯოში 46 ათასზე მეტი ამომრჩეველია, რომლებმაც საკუთარი არჩევანი 49 უბანზე უნდა დააფიქსირონ.