ძაღლმა ნაგავში ქექვის დროს ახალშობილი იპოვა და პატრონის სახლში მიიტანა.
შემთხვევა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მოხდა და ინფორმაციას ამის შესახებ სხვადასხვა უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ.
როგორც მედიასაშუალებები იუწყებიან, ნანახით შეძრწუნებულმა ძაღლის პატრონებმა პოლიცია გამოიძახეს და სიკვდილის პირას მყოფი ჩვილი საავადმყოფოში გადაყვანეს. იგი გადარჩა და ამ დროისათვის წითელი ჯვრის წარმომადგენელთა მეთვლყურეობის ქვეშ იმყოფება.