ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის ადვოკატების მოთხოვნა, საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს ქიბარ ხალვაშის განცხადება, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
"რუსთავი 2"- ის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ქიბარ ხალვაშის განცხადება ეწინააღმდეგება მისი წარმომადგენლების მიერ სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებებს, ამიტომ ამ განცხადების საქმეზე დარვას მოითხოვდნენ. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ხალვაშის ფეისბუკ სტატუსის ამონაწერიარ წარმოადგენს მტკიცებულებას და არც ახსნა-განმარტებას იძლევა.
"ჩანს, რომ ხალვაშს სხვა პირებთან ჰქონდა მიმოწერა", _ აღნიშნა ურთმელიძემ.
გარდა ამისა, ადვოკატებს მეორე შუამდგომლობა ზიანის უზრუნველყოფას ეხებოდა.
მათი თქმით, ისინი დამატებით აღრიცხვას აღარ ითხოვენ და მხოლოდ მილიონ ასი ათასი დოლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.






























































