"რუსთავი 2"-ის დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ პროცესზე მოწმის სახით ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ოქრუშვილი დაიკითხოს, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა.
როგორც მოსამართლემ განმარტა, საქმის მასალებში არ არის მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, ყოფილ პრემიერ-მინისტრს საქმესთან რაიმე კავშირი აქვს.
რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი იმ მოტივით ითქვა, რომ შუამდგომლობა პაექრობის ეტაპზეა დაყენებული.