"უმნიშვნელოვანესი გამარჯვება – საკონსტიტუციო სასამართლომ ჩვენი სარჩელი წარმოებაში მიიღო და დაუყოვნებლივი აღსრულების მუხლის მოქმედება შეაჩერა. "რუსთავი 2"-მა აირიდა ელვისებური განადგურების საშიშროება. დანარჩენს აწი ვნახავთ.
p.s. საქართველოს მთავრობავ, სანამ თქვენ ეფესბესთან ერთად ვაიბერზე სისულელეებს უსმენდით და იგეგმებოდით, ჩვენ ნამდვილი ბარიკადა გრეკეთ შუბლში" _ ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის და ტელეკომპანია "საქართველოს" სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო.
განმწესრიგებელი სხდომის შედეგი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოაცხადა. საუბარია დაუყოვნებლივი აღსრულების მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობაზე.
ასევე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ შეჩერდეს საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.