პეტერბურგის ხელისუფლება ეგვიპტეში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრების ყველა ოჯახს 1 მილიონ რუბლს გადაუხდის. ამ ინფორმაციას პეტერბურგის ინტერნეტ-გაზეთი „ფონტანკა“ ავრცელებს.
ინტერნეტ-გაზეთის ცნობით, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად კომპენსაციას დაღუპულთა ყველა ოჯახი მიიღებს. გარდა ამისა ეკიპაჟის წევრთა ოჯახებიც კომპენსაციის სახით1 მილიონ რუბლს მიიღებენ.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია „კოგალიმავია“-ს კუთვნილი თვითმფრინავი „Airbus A321“, რომელიც შარმ-ელ-შეიხიდან პეტერბურგის მიმართულებით მიფრინავდა, სინას ნახევარკუნძულზე 31 ოქტომბრის დილით ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 7 წევრი და 217 მგზავრი ადგილზე დაიღუპა. დღეს დილით 144 მგზავრის ცხედარი ქაიროდან პეტერბურგში გადაასვენეს.
Developed By Web Features 2026 © All rights reserved






























































