მომღერალი სოფო ნიჟარაძე ცოტა ხნის წინ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება „ფსბ-ს მიერ დამონტაჟებულ სიყალბეს უწოდებს“. უკრაინულ საიტზე გავრცელებულ ჩანაწერში სააკაშვილი ნიჟარაძეს ეუბნება, რომ მალე საქართველოში სისხლისღვრა დაიწყება. ამავე ჩანაწერის მიხედვით, ნიჟარაძე შეურაცხყოფას აყენებს ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს:
„ფსბ-ს დამონტაჟებულ სიყალბეზე სერიოზული კომენტარის გაკეთება სრულ სისულელედ მიმაჩნია, გასაგებია რის გაკეთებასაც ცდილობენ, უნდათ ღირსება შეგვილახონ და რაც კიდევ უფრო მძიმეა, ტალახში ამოსვარონ ქვეყნის იმიჯი!
რაც შეეხება ნოდარ მელაძეს, ის არის საუკეთესო ჟურნალისტი, ამავე დროს ის ჩემი მეგობარია, მე ის მიყვარს და იმედია ამ ფაბრიკაციამ არ შელახა მისი ღირსება!
ვადასტურებ ჩემს სოლიდარობას და მხარდაჭერას რუსთავი 2-ის მთელი კოლექტივის მიმართ!“, _ წერს ნიჟარაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.































































