"რუსთავი2"-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა თავის საპაექრო სიტყვაში მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს მოუწოდა, არ გახდეს შანტაჟის მსხვერპლი.
როგორც საძაგლიშვილმა განმარტა, "ეს დავა არ მომდინარეობს საკუთრების უფლებიდან. ხალვაშმა განაცხადა, რომ მას ტელეკომპანიის საზოგადოების სამსახურში ჩაყენება სურს. ადვილი არ არის ამ გადაწყვეტილების მიღება. იმედია, თქვენ არ დაემორჩილებით ზეწოლას, შანტაჟს და სარჩელს არ დააკმაყოფილებთ. მაგრამ თუ თქვენ გახდებით შანტაჟის მსხვერპლი, პირადად თქვენ ინანებთ მიღებულ გადაწვეტილებას მთელი ცხოვრება", _ აღნიშნა საძაგლიშვილმა.