"რუსთავი2"- ის ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა საპაექრო სიტყვის წარმოთქმისას, მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს მიმართა და განაცხადა, რომ სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლემ კონსტიტუცია თავდაყირა უნდა დააყენოს.
"მინდა მოგიწოდოთ, რომ ვიხელმძღვანელოთ იმ დოკუმენტებით, რაც საქმეშია. თქვენ რომ სარჩელი დააკმაყოფილოთ, კონსტიტუცია თავდაყირა უნდა დააყენოთ.
საქმეში არ არის არაფერი მოსარჩელის განცხადების გარდა. ამ მართლაც ისტორიულ პროცესში გაქვთ შესაძლებლობა, შეხვიდეთ როგორც მოსამართლე, რომელმაც შეძლო და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო", _ აღნიშნა ბიბილაშვილმა.
ამ წუთებში სასამართლო სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.
































































