საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება უკვე ცნობილია, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
საქართველოს პარლამენტის წევრი და ქიბარ ხალვაშის და ფატი ხალვაში "გურია ნიუსთან" პირველ კომენტარს აკეთებს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე.
"გულწრფელად გეტყვით, რომ მიხარია ეს ამბავი, პოზიტიური ნაბიჯია. პროცედურები კიდევ გრძელდება, იმედია ყველა საქმეზე აღსდგება სამართალი." – გვითხრა ფატი ხალვაშმა.
ცნობისთვის, ქიბარ ხალვაშს სულ 7 მოთხოვნა ჰქონდა დაყენებული, აქედან 2 დაკმაყოფილდა.