"ამ ქვეყანაში არასდროს მოხდება ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები ოცნებობენ,"- ეს განცხადება ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს გააკეთა. კობახიძე მიმართავს სააკაშვილს და მოუწოდებს, რომ თუ ის თვლის, რომ მისი უფლებები ირღვევა მიმართოს მის მეგობრებს უკრაინაში და გამოიძიოს თუ როგორ ვრცელდება ეს ვიდეოები.
კობახიძე ასევე ამბობს, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყანაში არეულობებს. ვიცესპიკერმა თოქ-შოუ არჩევანში საუბრის დროს განაცხადა, რომ მას არ სჯერა ნიკა გვარამიას განცხადების, რომ მას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აშანტაჟებდნენ. "დაიჯერო გვარამიას განცხადება ნიშნავს მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო,"- აცხადებს კობახიძე.
მანანა კობახიძემ პირდაპირ ეთერში საუბრის დროს აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ თანამშრომლობს "ეფ ეს ბე"-სთან.
"თქვენ გაქვთ უფლება თქვათ ეთერში ყველაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის სიმართლე,"- განაცხადა კობახიძემ.
ქართული ოცნების წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მას აუდიოჩანაწერებმა დაუტოვა განცდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჟურნალისტებს აშანტაჟებს.
"ეს რაღაცა ილუზიებში არის ბატონი ნიკა თუ ასე ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს. ფოტოგრაფების საქმე ნამდვილი იყო? ირაკლი ბათიაშვილის საქმე ნამდვილი იყო? გვარამიას რომ დაუჯერო, ეს როგორი ამბავია იცი? მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო.
თვითონ გვარამიამ თქვა, შეცდომა იყო რომ ბადრი პატარკაციშვილის ფირი დავამონტაჟეთ ეს ფილმიო. ამ ადამიანმა აღიარა რაც იმედში მოხდა ნიკა შეცდომას არქმევს, მე დანაშაულს. შეგიძლია თქვენი ეთერით ნებისმიერი ფანტაზია გააჟღეროთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მართალია.
ვინც დაასახელა შუამავლად ის ადამიანი ამას უარყოფს. მე ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში არასდროს მოხდება ის რასაც მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამზარახველები ოცნებობენ. ხელისუფლება და ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ ძალადობრივი გზით, სისხლის ღვრით, ზონდერებით, კანონის ხელყოფით, კონსტიტუციაზე გადაბიჯებით რამე შეიცვალოს ამ ქვეყანაში. ერთადერთი გზა არის არჩევნები. მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს გადწყვეტილებების რეალიზება.
ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა რომ რეჟიმს, კაცის კვლას, სისხლის ღვრას მედიაზე ზეწოლას უთხრა უარი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო იყო თქვენ წააგეთ, ხალვაშმა მოიგო რუსთავი 2 არის ეთერში. ადეიშვილიც იქ არის მგონი და საყვარელიძეც ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები პოროშენკომ ხომ მიიწვია. დაწეროს იჩივლოს სააკაშვილმა და სთხოვოს მეგობრებს გააკვიონ გამოიძიონ ვინ ავრცელებს ამ ჩანაწერებს. არაფერი ასაღელვებელი საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ,"- განაცხადა მანანა კობახიძემ.



































































