უმაღლეს სასწავლებელში მისაღები ერთიანი ეროვნული გამოცდები 2016 წელს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება.
"პირველ ეტაპზე გამოცდების ჩატარება ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით იგეგმება. ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა დეტალები დეკემბერში, აპრობაციის დასრულების შემდეგ დაზუსტდება, _ აღნიშნავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში.
ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატი მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონული ფორმით მიწოდებას ითვალისწინებს. ანუ გამოცდებზე აპლიკანტი დავალებებს მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი ჩვეულებრივ, წინა წლების მსგავსად პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.































































