გასულ კვირას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ახალგზარდებს შორის ინტერნეტდამოკიდებულების კვლევის შედეგების პრეზენტაცია ჩატარდა.
სამინისტროს ინფორმაციით ჩატარდა მასობრივი გამოკითხვა, 2400-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და სამიზნე ჯგუფი ახალგაზრდები იყვნენ. აქედან, 1600 მოსწავლეა და 800 სტუდენტი.
კვლევის შედეგები ასეთია: 50% 5 წელზე მეტია, რაც ინტერნეტმომხმარებელია; 1% _ 1 წელზე ნაკლები; 87% _ ინტერნეტს იყენებს ურთიერთობისთვის; 12% _ ინფორმაციისთვის; 37% _ გართობისთვის; 9% _ სწავლისთვის.