კოლუმბიის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთსქესიანი წყვილებისთვის ბავშვის აყვანის შესახებ დაწესებული შეზღუდვები გააუქმა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, აქამდე ერთსქესიან წყვილებს შეეძლოთ ბავშვი იმ შემთხვევაში ეშვილათ, თუ ის რომელიმე პარტნიორის შთამომავალი იყო.
ოთხშაბათს, სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და სააგენტოებს დაავალა გეებისა და ლესბოსელების დისკრიმინაცია არ მოახდინონ.
მოსამართლის თქმით, სამართლებრივი მოთხოვნების თანახმად გეი წყვილებს ისევე შეეძლებათ ბავშვის შვილება როგორც ჰეტეროსექსუალ წყვილებს.
"ადამიანის სექსუალური ორიენტაცია, ადამიანის მორალს, ფიზიკურ ან ფსიქიკურ შესაძლებლობების იყოს ადექვატური, არ განსაზღვრავს,"_განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ, მარია ვიქტორია კალე კორეამ.
როგორც ცნობილია კოლუმბიაში 2013 წლიდან ერთსქესიანთა ქორწინება ნებადართულია.