სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართავს.
გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, იურისტები იმ მუხლის გაუქმებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ 5 ნოემბრის გადაწყვეტილება მიიღო.
თამაზ ურთმელიძის განჩინება რუსთავი 2-ის იურისტებს არ ჩაბარებია. მათ განჩინების შესახებ საჯარო რეესტრის ვებგვერდიდან შეიტყვეს.
რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ განჩინება უკანონოა. ის იმედს გამოთქვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქმის მასშტაბურობას და საზოგადოების მაღალ ინტერესს გაითვალისწინებს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
რუსთავი 2-ის იურისტი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის ნაბიჯს გადადგამს.