ქიბარ ხალვაშმა, დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და რევაზ საყევარიშვილმა ერთობლივ ბრიფინგი გამართეს, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პრესკონფერენციაც ხალვაშის ადვოკატი პაატა სალიაც ესწრებოდა.
საუბარი სწორედ სალიამ დაიწყო და აღნიშნა, რომ სასამართლოს ნიკა გვარამიას გათავისუფლების თხოვნით 4 ნომბერს მიმართეს:
_ ტელეკომპანია რეალურად იმართება მესამე პირებისაგან, რომებსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არა აქვთ კომპანიასთან. დღევანდელი მენეჯმენტი იღებს დავალებას იმ პირებისგან, რომლებსაც ამის უფლება არა აქვთ. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ სასამართლოსთვის მოგვეთხოვა გადაწყვეტილების აღსრულება.
ეს არ არის დაუყონებლივ აღსრულება. ეს არ ითვალისწინებს ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლას. ჩვენი მიზანია მინიმალურად იყოს ჩართული და საერთოდ ავარიდოთ პოლიტიკურ პროცესებს ტელეკომპანია, _ აღნიშნა პაატა სალიამ.
მისივე თქმით. "საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დარღვევა არ მომხდარა"
_ ეს არის აშკარა მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ეს არის ტყუილი, ეს არ არის კანონის დარღვევა, პირიქით, კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ვმოქმედებდით, _ განაცხადა სალიამ.