"მე გამარჯვებული ვარ იმიტომ, რომ ჩვენი ბრძოლის მეთოდი განსხვავებულია სააკაშვილის ბრძოლის მეთოდისგან" _ ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ქიბარ ხალვაშმა საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, მან დავის ცივილიზებულ ფორმას მიმართა და სააკაშვილივით, ტერორის გზით არ უცდია რაიმეს მითვისება.
მისივე თქმით, თუ სასამართლო, საბოლოოდ, კომპანიას მას მიაკუთვნებს, ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს წილის ნახევარს დაუთმობს.