როგორც დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე დავით დვალმა განაცხადა, რომ მას და ჯარჯი აქიმიძეს არასდროს დაუკარგავთ იმედი, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს დაიბრუნებდნენ.
"ჩემი გადაწყვეტილება ბოლოდროინდელმა მოვლენებმა განაპირობა, იმ ინფორმაციამ, რაც გავიდა და დაგვანახა, რომ რის წინაშე ვდგავართ და რასთან გვაქვს საქმე. ექსტრემისტთა ჯგუფი ცდილობს, ტელევიზია თავის ფარად ამოიფაროს, ბრძოლის იარაღად გამოიყენოს.
ბევრი ახალი თანამშრომელია მოსული რუსთავი 2-ში, ბევრი არ მიცნობს, ბევრი არის ძველი დარჩენილი, რომელიც მიცნობს, როგორ ვმოღვაწეობდი და რას ვაკეთებდი. ვინც არ მიცნობს, იმედია სმენია.
მინდა, რომ როგორც დამფუძნებელი ამ ტელევიზიის, გულშემატკივარი ამ ტელევიზიის, რომელსაც ბევრი შრომა, ოფლი, სისხლი აქვს ჩადებული, სრულიად უანგაროდ, იმისთვის, რომ ტელევიზია ნომერ პირველი ყოფილიყო, ჩემი მოტივაციაა, რომ ქაოსს ტელევიზია არ შეეწიროს.
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, არავინ ჩაერევა ჩვენს საქმეში. ჩვენ ვიქნებით გარანტი და დავდგებით კედლად, რომ თავისუფალ ჟურნალისტიკას დაუბრუნდეთ,“ _ განაცხადა დავით დვალმა.