კონტროლის პალატის სახელით, ახსნა-განმარტება ჩამოართვეს “თავისუფალი დემოკრატების” წევრს ტიტე მგელაძეს. მისი თქმით, უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდეგერო სამსახურის წარმომადგენელმა გუშინ მიუტანა. უწყებაში მითითებული იყო, რომ მას კონტროლის პალატის წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში დღეს, დილის 10 საათზე იბარებდნენ. დაკითხვა სულ 30 წუთს გრძელდებოდა და მგელაძის თქმით, არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
_ კითხვები დამისვეს პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ვარ თუ არა პარტიის შემომწირველი, ვიღებ თუ არა ხელფასს? ადვოკატის მომსახურებით არ მისარგებლია. დაკითხვამ მშვიდ გარემოში ჩაიარა, ჩემს მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაზე ხელი მომაწერინეს და წამოვედი, _ თქვა მან ჩვენთან საუბარში.
შემოწმება მეტალოდეტექტორით ჩაუტარეს და პირადი ნივთები დაცვასთან დაატოვებინეს.