პომადა მეტად სასარგებლო და საჭირო რამეა. თუ ქალი არ იყენებს პომადას და ამბობს, რომ მას ის არ უხდება, ესე იგი, შესაფერისი ტუჩის საცხი ჯერაც ვერ მოძებნა და ვერც იმას მიხვდა, რა ხიბლი აქვს მას.
დადგენილია, რომ მამაკაცები პომადაწასმულ ქალს უყურადღებოდ არ ტოვებენ. მათთვის პომადიანი ტუჩები ისევე გამაღიზიანებელია, როგორც მოკლე კაბა, ან კაბა ღრმა ჭრილით.
1903 წელს, პარიზში, მსოფლიო გამოფენაზე პირველად მოხდა პომადის საჯარო დემონსტრირება და იმ წამსვე შეძლო ქალბატონების მოხიბვლა.
თუმცა, იყო დრო, როცა ტუჩებს მამაკაცებიც იღებავდნენ. მაგალითად, ლუდოვიკო "მეფე-მზეს" დროს, სამეფო კარზე მამაკაცები ფანქრით გამოკვეთდნენ ხოლმე ტუჩის კონტურს, რათა წვერის და ულვაშების ფონზე, პირი მკვეთრად შესამჩნევი ყოფილიყო.
ასეა თუ ისე, პომადა არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და პომადიანი ტუჩებით ნაკოცნი, დიდხანს დარჩება თქვენი რჩეულის მეხსიერებაში.