"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში 30 წლის კ.თ. ჯერჯერობით გამოძიებისთვის დაუდგენელმა პირებმა, საკუთარ სახლში მიაკითხეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, ასევე მათ გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღიც.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ბაილეთში სპარტაკ მამულაიშვილი "გურია ნიუსთან" აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს.
"შემთხვევა მოხდა, ღამით, ი.თ ოჯახში დაიძახეს უცნობმა პირებმა და გამოიყვანეს სახლიდან მისი შვილი კ.თ. როგორც ამბობენ, იყო სამი პირი, რომლებსაც ეკეთათ ნიღბები, ამიტომ სახეზე მათი ამოცნობა ვერ შეძლო კ.თ. ემუქრებოდნენ, ცემეს სასტიკად, ერთს დანა ჰქონდა, მეორეს ავტომატი, რომელიც ჰაერში გაიროლეს, ჩვენთვის უცნობია, რა იყო ამის მიზეზი, ხმაურზე ოჯახის წევრებმა დარეკეს 112, პოლიცია მალევე მოვიდა შემთხვევის ადგილზე, როგორც ვიცი, ჯერჯერობით დანაშაული გახსნილი არ არის"_ გვითხრა მამულაიშვილმა.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ. 125 და 151 მუხლებით .