უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, მას სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დრო ძალიან ცუდ პერიოდს ახსენებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს კვაჭანტირაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვით, "რუსთავი2"-ში დროებით მმართველები დაინიშნა.
"ჩემზე ნამდვილად არ ახდენს დადებით შთაბეჭდილებას ის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები გვიან ღამით მიიღება. ეს ფაქტი მე არ მომეწონა და მიმაჩნია, რომ ასეთი გადაწყვეტილებების ასეთ ფორმატში მიღება სახელმწიფოს ინტერესებს ნამდვილად არ შეესაბამება. შეიძლება მოსამართლეს დღისითაც იგივე გადაწყვეტილება გამოეტანა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების დრო ჩემთვის დადებით ემოციებს ნამდვილად არ იწვევს და ძალიან ცუდ დროს მახსენებს, როცა "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში გადაწყვეტილებები ასევე ღამ-ღამობით მიიღებოდა და ხდებოდა წილების გადაფორმება-გადმოფორმება", – განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად კვაჭანტირაძემ.