ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა ჯონ ბონ ჯოვიმ სამი წლის წინ საქველმოქმედო რესტორანი გახსნა.
ეს დაწესებულება ნიუ ჯერსის შტატის პატარა დასახლება რედ ბენკში მდებარეობს. მომღერალმა და მისმა მეუღლე დოროთეამ ძველი მანქანების სახელოსნო შეიძინეს და მის გარემონტება-განახლებაში 250 ათასი დოლარი დახარჯეს.
ბონ ჯოვის განცხადებით, მისი „საზკვების ორგანიზაცია“ სოლიდური ორგანიზაცია იქნებოდა, სადაც კლიენტებს მაღალი დონის მომსახურეობასა და მრავალფეროვან მენიუს შესთავაზებდნენ. ის არ დაემსგავსებოდა ამერიკაში სოკოებივით მომრავლებულ სწრაფი კვების ობიექტებს, რომლებიც სტუმრებს მხოლოდ შემწვარ კარტოფილსა და ჰამბურგერებს სთავაზობენ.
ჯონ ბონ ჯოვიმ რესტორანი საკუთარი საქველმოქმედო ფონდის დახმარებით გახსნა. ეს ორგანიზაცია, რომელიც 2006 წელს დაარსდა, აშშ-ში არსებულ სიღარიბის პრობლემებს ებრძვის.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ ნიუ-ჯერსის შტატში მოქმედმა ბიზნესმენთა ასოციაციამ, ბატონი ჯონ ბონ ჯონის რესტორანი შტატის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნეს ობიექტად აღიარა.