გოგი თოფაძეს პარლამენტიდან წასვლის შემთხვევაში ზაზა ჭილაძე შეცვლის. ზაზა ჭილაძე ქართველი მწერლის, ოთარ ჭილაძის ვაჟი და გოგი თოფაძის დის შვილია.
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება – მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძე სადეპუტატო მანდატის დატოვებასა და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას გეგმავს.
როგორც თოფაძე აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარლამენტში მის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიღების შემდეგ განახორციელებს.